Tuesday, April 2, 2019

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. "საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენციის მთავარი თემა იქნება: "შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი".

კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მისი მთავარი მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება. ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა, აქტუალური თემების განხილვასა დადებატებსაც ითვალისწინებს.


"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია" საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და  საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.


წყარო : https://naec.ge/#/ge/post/1689

No comments:

Post a Comment