Saturday, July 6, 2019

ქიმიის სწავლების მეთოდიკა

იმიის სწავლების მეთოდიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმის შინაარსი და ფუნქციები
 ირინა გოგონაია პედაგოგიკის დოქტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი

 თბილისი 16 აპრილი 2016





იმიი ლაბორატორიული პრაქტიკუმის სპეციფიკური ფუნქციები
 ქიმიურ დისციპლინებში ლაბორატორიული პრაქტიკუმის საკითხი მუდმივი ინტერესისა და კვლევის საგანია;
 ქიმიის სწავლების მეთოდიკის კურსში ლაბორატორიული პრაქტიკუმის ფუნქციებისა და შინაარსის საკითხი არ გვესახება საკმარისად შესწავლილი
იმიი ლაბორატორიული პრაქტიკუმის სპეციფიკური ფუნქციები:
 1. საგნობრივ-სპეციფიკური ცოდნის ფორმირება (ლექციაზე მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცება-გაღრმავება, სამეცნიერო-თეორიული დებულებების შემოწმება);
2. სასკოლო ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარების, ხელსაწყოებთან, მოწყობილობებთან, მასალებთან მუშაობის უნარის ფორმირება; (ქიმიური სამეცნიერო კვლევის მეთოდების პრაქტიკული შესწავლა);
3. ექსპერიმენტულ - კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირება.
 4. ქიმიის მასწავლებლის პროფესიულ-პრაქტიკული უნარ-ჩვევების ფორმირება;


Tuesday, April 2, 2019

"სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები"

კონფერენციის მიზანია სწავლა-სწავლებაში არსებული პოზიტიური ტენდენციებისა თუ გამოწვევების შესახებ საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება. კონფერენცია მეორედ იმართება. პირველ კონფერენციაზე ძირითადი აქცენტი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაზე გაკეთდა. ამჯერად ამ დისციპლენიების გარდა, საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე დაყრდნობით განიხილება შემდეგი საკითხები: როგორია 9-10 წლის მოზარდთა წიგნიერების დონე და მიღწევების დინამიკა 2006-2016 წლებში, როგორ ახერხებენ მოსწავლეები ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის გაგებას და გააზრებას, რა ცოდნასა და რა შედეგს აღწევენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართული ენის შესწავლაში, როგორია მათ მიღწევები სხვა საგნებში.

კონფერენციის ფარგლებში გაანალიზდება საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ქართული როგორც მეორე ენისა და წიგნიერების მიმართულებით. 

კონფერენცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად ტარდება და მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

5 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები".

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა უახლესი კვლევების შედეგები

გთავაზობთ კონფერენციის პრეზენტაციებს:


ინფოგრაფიკები:

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. "საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენციის მთავარი თემა იქნება: "შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი".

კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მისი მთავარი მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება. ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა, აქტუალური თემების განხილვასა დადებატებსაც ითვალისწინებს.


"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია" საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და  საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.


წყარო : https://naec.ge/#/ge/post/1689

Monday, March 18, 2019

პროფესიული განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი 1,8 მილიონ ფუნტს დახარჯავს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძის განცხადებით, პროფესიული განათლების სფეროში, აქამდე არ არსებობდა მასწავლებლების გადამზადების სისტემა, რაც მალე შეიცვლება. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ანაზღაურებასაც და ის გარკვეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, პროფესიულ-ტექნიკური განათლების და ტრენინგის განვითარების შესახებ ახალი პროექტის პრეზენტაციის დროს ისაუბრა. პროექტი გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ 1,8 მილიონი ფუნტი სტერლინგით ფინანსდება და მას მსოფლიო ბანკი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებს.
„მიუხედავად იმ ძალიან სწრაფი ნაბიჯებისა, რაც სახელმწიფომ გადადგა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ შევფერხდით და თუ სადმე რამე ვერ გაკეთდა, ეს სწორედ ადამიანური კაპიტალის გამო ვერ მოხდა. მასწავლებელი არის საკვანძო ფიგურა და ასევე ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციების. მასწავლებლებთან დაკავშირებით გამოწვევებით სავსეა პროფესიული განათლების სისტემა, თუ სკოლის სივრცეში ჩვენ გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და ასე თუ ისე განსაზღვრული გვაქვს მოსწავლეების მისაღწევი შედეგები, პროფესიულის შემთხვევაში, სირთულე იმიტომაა, რომ ძალიან სპეციფიკურია და სფეროები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პრაქტიკულად პროფესიული განათლების სფეროს არ ჰქონია სისტემა, სადაც მოამზადებდნენ პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებს, ზოგადი განათლების სფეროში ეს მაინც გვქონდა.
„სრულიად გაურკვეველია, პრაქტიკულად ვინ ასწავლის დღეს კოლეჯში, ასე რომ, ძალიან კარგად გასაანალიზებელია როგორი მასწავლებელი გვჭირდება ჩვენ იმ პროგრამებისთვის და იმ შედეგებისთვის, რა მიზნებიც გვაქვს. როგორი ბალანსი უნდა დავიცვათ თეორიულ და პრაქტიკულ მასწავლებელს და სწავლებას შორის. ერთია გქონდეს პროგრამა, მეორეა – გყავდეს კარგი მასწავლებელი, რომელიც მას მსმენელამდე მიიტანს. ჩვენ აქცენტი გვაქვს პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, გადავდივართ მოდულურ სწავლებაზე, რომელიც მაქსიმალურად უნარებზე და კომპეტენციებზეა დაფუძნებული და ნაკლებად საგნობრივ და ვიწრო დისციპლინის ჭრილში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, უნდა შემუშავდეს პროფესიული განვითარების ისეთი სქემა, რომელიც სისტემაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი კადრების შემოსვლა პროფესიაში, მოვახდინოთ ბიზნესის და კერძო სექტორის ჩართულობის და მათ ბაზაზე სწავლების სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება პროფესიული განვითარების ისეთი სქემა, რომელიც ერთის მხრივ მოიზიდავს ასეთ კადრებს და მეორეს მხრივ შეუნარჩუნებს მათ ღირსეულ ანაზღაურებას, ამიტომ სახელფასო ზრდა ცხადია მოჰყვება ამ პოლიტიკას, რასაც სამინისტრო განსაზღვრავს.მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე პირველი ეტაპზე ვახორციელებთ მცირეოდენ, 30%-იანი სახელფასო მატებას. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ და ვხედავდეთ ესა თუ ის მასწავლებელი რა შედეგზე გაიყვანს და უნდა გაიყვანოს მოსწავლე, ამიტომ სახელფასო ზრდა არის ჩვენი პრიორიტეტი, თუმცა ეს უნდა იყოს მიბმული შედეგებთან,“ – აღნიშნა ირინა აბულაძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ